როგორ მიჰყავს გინეკოლოგიურ პრობლემებამდე გოგონა ეკრანდამოკიდებულებას , _ ამის შესახებ პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს,.
– ე.წ. გაჯეტდამოკიდებულება გოგონებისთვისაც და ვაჟებისთვისაც საზიანოა. თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებო პრეპუბერტატული ასაკის გოგონებისათვისაა. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ქვეყანაში ჯანმრთელი რეპროდუქციული ასაკი გვქონდეს და შესაბამისად, შობადობა მოგვემატოს. ეკრანდამოკიდებულება მეტაბოლური სინდრომის, სიმსუქნის, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის განვითარების მაღალი რისკია. ეკრანდამოკიდებულების შედეგად, გოგონა, პრაქტიკულად, არ იძინებს. მეორე დღით გამოუძინებელია. ნეირო-ენდოკრინული ცვლილებები მიმდინარეობს და სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემა იქმნება.