ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წიფნარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნუნუ ანდღულაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა. ის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგს შორის მოხვდა.
ცნობისთვის, ქალბატონი ნუნუ დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელია.
როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე აღნიშნეს, დიდია ქალბატონი ნუნუს წვლილი წიფნარის საჯარო სკოლის განვითარების საქმეში.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს (შემდგომში – ლაურეატი).
ავტორი