UKRINFORM-ის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის განხორციელებას მელიტოპოლის მიმართულებით.
ტავრიის ჯარების ოპერატიული და სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურის, გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა განახორციელეს შვიდი საჰაერო და 759 საარტილერიო დარტყმა. მოხდა ორმოცდათერთმეტი საბრძოლო მოქმედება. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა შეასრულეს 1217 საცეცხლე მისია, რის შედეგადაც რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა მიაღწია 489 ჯარისკაცს, ხოლო ცამეტი რუსი დამპყრობელი ტყვედ აიყვანეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved