ცოტა ხნის წინ, ჩინეთში, ხენანის პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის დაკარგული ქალაქი, რომელშიც სულ მცირე ცხრა ელიტური აკლდამა არის შემორჩენილი.
შანის დინასტიის პერიოდის აკლდამებში არქეოლოგებმა იპოვეს ნეფრიტის ძვირფასი ნაკეთობები, მოხატული კერამიკა და 3000 წლის წინანდელი სასმისები.
ერთ-ერთ აკლდამაში აღმოჩენილია ბრინჯაოსგან დამზადებული ეტლის ნაწილი. სულ აკლდამებში 200-მდე არტეფაქტი იპოვეს.
სავარაუდოდ, 3 კვადრატული კილომეტრის ფართობის ძველი ქალაქი ცალკე სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელსაც შანის დინასტიამ დაპყრობის შემდეგ ხარკის გადახდა დააკისრა.
ავტორი