ამ წუთებში, ოზურგეთის საკრებულოს სხდომა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც იმყოფება, შეწყდა.
სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.
მან დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმის თანამშრომლის, მაია გოგორიკიძის შესახებ საუბარი. მან განაცხადა, რომ გოგორიკიძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
“ის არის პროდასავლელი. ამიტომ არ მოსწონთ და გაათავისუფლეს”,_ განაცხადა მჟავანაძემ. ამის შემდეგ წამოდგა “ოცნების” ყველა დეპუტატი და საკრებულოს სხდომის დარბაზი დაცარიელდა.
მჟავანაძეს პასუხი გასცა მერის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.
_ შეგეძლო ჩაგეტარებინა ბრიფინგი, თუმცა თქვენ და თქვენი პარტიის შემადგენლობა სულ ხელს უშლის ხელისუფლებას”,_ თქვა ღურჯუმელიძემ.
ავტორი