ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა „ვოლენდამთან“ მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელიც ამ შეხვედრაში არ ათამაშა.
„მიქაუტაძეს ბურთთან ძალიან კარგი შეხება აქვს და შეტევის შესანიშნავად დასრულება იცის, ეს ვარჯიშებზე უკვე ვნახეთ. თუმცა, ჯერაც სჭირდება ადაპტაცია იმ ფეხბურთის სტილთან, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ. თუ ბურთს კარგავ, რა უნდა გააკეთო? როგორ უნდა ითამაშო პრესინგზე?
ეს არის რაღაცები, რის გამოც შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ გასაგებია, რომ მას ფეხბურთის თამაში შეუძლია. რა თქმა უნდა, მას აუცილებლად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ვან ტ’სხიპმა.
გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ დღემდე მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. ის მხოლოდ ერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში. მას არათუ მხოლოდ მორის სტეინი არ ათამაშებდა, არამედ ჰედვიგეს მადურომ საერთოდ არ გამოიყენა, ხოლო კიდევ ერთმა ახალმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმაც ის პირველივე მატჩში თადარიგში დატოვა და შეცვლაზეც არ მისცა შანსი.
გუშინ, გიორგი მიქაუტაძის შესახებ გამოცემამ „L’Equipe“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. შესაძლოა ქართველი მოთამაშე იანვარში „მეცში“ დაბრუნდეს. ფრანგულ კლუბში ამ ვარიანტს სერიოზულად განიხილავენ.
მიქაუტაძე „აიაქსმა“ ზაფხულში „მეციდან“ 16 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ ის ნიდერლანდური კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის და ამსტერდამელებს მისი გაყიდვა სურთ. ცხადია, იმის გამო, რომ მასში 16 მილიონი ევროა გადახდილი, ისინი გიორგის იაფად ავერ შეელევიან, რაც „მეცის“ ამოცანას ართულებს. თუმცა, არაა გამორიცხული ქართველი მშობლიურ გუნდს იჯარით და შემდგომში გამოსყიდვის ვარიანტით დაუბრუნდეს.
ფრანგული გამოცემის ცნობით, „აიაქსში“ იმედოვნებენ, რომ სხვა ფრანგული კლუბებიც დაინტერესდებიან ქართველი ფეხბურთელის შეძენით.
მიქაუტაძე გასულ სეზონში ფრანგული „ლიგა 2“-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, ხოლო მიმდინარე სეზონიც „მეცში“ ძლიერად დაიწყო, „ლიგა 1“-ის სამ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, მერე კი მოულოდნელად „აიაქსში“ გადასვლა ამჯობინა…
გუშინ, “ნაპოლის” ყოფილმა თანამშრომელმა მასიმო სპარნელიმ განაცხადა, რომ აურელიო დე ლაურენტისი კლუბის მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას მალე გაათავისუფლებს.
“დე ლაურენტისი გარსიას ფეხის დაცდენას ელოდება. მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს. ეს ადამიანი ფრანჩესკო კალცონა გახლავთ”, – განაცხადა სპარნელიმ.
კალცონა ამჟამად სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელია, სხვადასხვა დროს კი “ნაპოლიში” (მწვრთნელის ასისტენტად), “პერუჯასა” და “ემპოლიში” უმუშავია.
იტალიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუპირისპირდა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის 61-ე წუთზე შეცვალეს. საზონოვს კი მწვრთნელმა დრო არ მისცა.
„ფროზინონე“ შეხვედრის მე-5 წუთზე არიონ იბრაჰიმოვიჩის გოლით დაწინაურდა და 31-ე წუთამდე იგებდა. „ტორინომ“ დავიდ ზიმას გოლით გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
მატჩის დამატებით დროში „ფროზინონეს“ გოლი ბრაზილიელებმა შექმნეს. კაიო ჟორჟეს გადაცემით რეინიერმა ისარგებლა და ფროზინონეს მატჩი 2:1 მოაგებინა.
გიორგი კვერნაძის გუნდი იტალიის თასის მერვედფინალში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება.
ავტორი