ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძო, 48 წლის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო კვლავ შეყვარებულია. მსახიობის ახალი გულის რჩეული, 25 წლის მოდელი ვიტორია ჩერეტია.
მათი რომანტიკული ურთიერთობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და შემდეგ უფრო სერიოზული სახე მიიღო. რამდენიმე დღის წინ წყვილი ერთად ერთ-ერთ წვეულებაზეც გამოჩნდა და ურთიერთობას არ მალავდა.
საინტერესოა, რომ ვიტორია ჩერუტი თავის პროფესიაში ძალიან წარმატებულია და ლეონარდო დიკაპრიო მისი ცნობადობის გამო არ შეურჩევია.
ავტორი