https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გახსოვთ “გურია“ ანუ გურული „საფეხბურთო შთაბეჭდილებები“

9:09; 12.11.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისის გარეთ სპორტულ ასპარეზობებს სულ რამდენჯერმე დავსწრებივარ. ბავშვობაში, მოსკოვში, თბილისის „დინამოსა“ და იმდროინდელი ლენინგრადის „სპარტაკის“ საკალათბურთო ორთაბრძოლის მომსწრე გავხდი. „ცსკა“-ს სპორტული არენა იყო, ზუსტად ის დარბაზი, თავის დროზე ნიკოლოზ დერიუგინმა არმიელებს 59 ქულა რომ ჩაუგდო. ჩემს ნანახ შეხვედრაში „დინამო“ დამარცხდა. მეტოქეთა რიგებში გენადი კაპუსტინი (მოგვიანებით თბილისში რომ გადმოვიდა) გამოირჩეოდა. რა დამამახსოვრდა. დარბაზში რამდენიმე ათეული ქართველი ვიყავით და ჩვენმა ყვირილმა და საკუთარი გუნდის გამხნევებამ ყველა ადგილობრივი რუსი გულშემატკივრის ხმა აქტიურად გადაფარა.

ახალგაზრდობაში კიდევ ერთ სპორტულ შეჯიბრზე მოვხვდი. კაუნასში ექსკურსიაზე გახლდით. იმავე დღეებში ამ ქალაქში მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადით გათვალისწინებული ფეხბურთელთა ტურნირი ტარდებოდა. ქალაქში სეირნობისას, სრულიად შემთხვევით ადგილობრივ სტადიონს მივადექით, შევედით და საქართველო – მოლდოვას თამაშზე აღვმოჩნდით. მახსოვს რომ პაექრობა ქართველების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 4:0, ჩვენმა რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა კი გუნდს ისეთი მხურვალე მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, რომ მთელი სტადიონი გაკვირვებული გვიყურებდა, ვინ არიან და საიდან გაჩნდნენო. ერთი ხანობა თამაშიც კი გაჩერდა და ფეხბურთელებმა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრებმაც გაოგნებულებმა ამოგვხედეს. ასე იყო თუ ისე, საკუთარი ძალისა და ჩვენი მოულოდნელი „დახმარების“ წყალობით ქართველმა ჭაბუკებმა მოლდოველი თანატოლები მიწასთან გაასწორეს.

თბილისის გარეთ ერთი სპორტული „გასვლა“ კი ისეთი გამოდგა, რომ იმდროინდელი შთაბეჭდილებები დღემდე არ გამხუნებია.

1986 წელი იდგა. ლანჩხუთის „გურია“ იმდროინდელი სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადასვლისათვის იბრძოდა. მახსოვს, იმ წელს დიდი უპირატესობით თავიდან რიგის „დაუგავა“ დაწინაურდა და მაგრამ შემდეგ ხანგრძლივი ჩავარდნა დაეწყო და ზედა დივიზიონში დაწინაურებას ვინ ჩივის, ჩემპიონატი მხოლოდ მესამე ადგილზე დაასრულა. არა და კარგი გუნდი იყო და უმაღლეს ლიგაში თამაში ნამდვილად ეკუთვნოდა.

ოქტომბერი იდგა და სამი თბილისელი „ვაჟკაცი“, ამ სტრიქონების ავტორი, გიგი და დათო მატარებლით ლანჩხუთში გავემგზავრეთ. მაშინ სწრაფი მატარებლები სად იყო. საღამოს თბილისიდან გასულები დილით ლანჩხუთში ვიყავით.

როგორ ვიხსენებ იმდროინდელ ქალაქს? ძალიან სუფთა, კოპწია და მოწესრიგებული ჩანდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „გურია“ – „დაუგავას“ შეხვედრას მოუთმენლად ელოდა. ფეხბურთზე საუბრობდა ყველა, ქალი თუ კაცი, ახალგაზრდა თუ მოხუცი. დრო იყო სხვანაირი და პოლიტიკური წყობაც უცნაური. სტადიონზე მხოლოდ ყვირილი შეგეძლო, საყვარელი გუნდის ატრიბუტიკის სარბიელზე შეტანა და კლუბის დროშებით ქალაქის ქუჩებში სიარული ნებადართული და რეკომენდირებული არ იყო. ამიტომ გულშემატკივრობასაც თავისებური ე.წ. „საბჭოური“ ელფერი დაჰკრავდა. თამაშამდე პატარ-პატარა ჯგუფებად გაერთიანება და მომავალ შეხვედრაზე ბჭობა, თამაშის დროს მხურვალე, ოღონდ ზომიერების ფარგლებში ქომაგობა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ორგანიზებულად და წყნარად დაშლა.

თამაში ძველ სტადიონზე გაიმართა, ორიოდე თვეში რომ დაინგრა და მის ადგილას ახალთახალი, წმინდა საფეხბურთო სარბიელი წამოიჭიმა.

თბილისიდან მოვლენილმა „სამეულმა“ მთელი დღე ქალაქის დათვალიერებაში გავატარეთ და საღამოს დაუვიწყარი საფეხბურთო სანახაობის მომსწრენი გავხდით. პატარა სარბიელი ბოლომდე შეივსო. რომ ვიხსენებ, დღემდე მიკვირს როგორ დაიტია ამ მომცრო არენამ გურიის რეგიონის ფეხბურთის მოყვარული საზოგადოება. ბოდიში, იმ ლანჩხუთურ შემოდგომის საღამოს იქ სრულიად დასავლეთ საქართველო იმყოფებოდა.

მატჩის პერიპეტიებით თავს არ შეგაწყენთ. თავდაპირველად ლატვიელები დაწინაურდნენ, შემდეგ კი მასპინძლებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და ორი ბურთიც გაიტანეს. განსაკუთრებული სილამაზისა ვახტანგ კოპალეიშვილის გატანილი გოლი გახლდათ, როდესაც მოედნის ცენტრიდან ბურთი წამოიღო და დაახლოებით 30 მეტრიდან გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. ამ წარმატების შემდეგ „გურია“ სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე განლაგდა და ლიდერობა სეზონის ბოლომდე არ დაუთმია. შემდეგ კი მოპოვებული უმაღლესი ლიგის საგზური და ტრიუმფალური მსვლელობა ქუთაისის აეროპორტიდან ლანჩხუთამდე.

გურული „საფეხბურთო შთაბეჭდილებები“ ვახსენე და იმ საღამოს გადატანილი გულშემატკივრობის მსგავსი ქომაგობა სხვა დროს იშვიათად თუ მინახავს.

მოგვიანებით იყო დიდი ლანჩხუთური სასწაული, როდესაც სულ რაღაც სამ თვეში, ძველის ადგილას იმ დროისათვის შთამბეჭდავი სპორტული ნაგებობა წამოიჭიმა. იმ მშენებლობას სრულიად საქართველო თვალს აქტიურად ადევნებდა და გინდა კომუნისტური, გინდა პატრიოტული სულისკვეთება დაარქვი, უმაღლესი ლიგის პირველი შეხვედრისათვის სტადიონი სრულიად გამზადებული გახლდათ.

ახალ სპორტულ სარბიელზე ლანჩხუთის „გურიას“ პირველი მეტოქე კიევის „დინამო“ უნდა ყოფილიყო.

იმ ისტორიული თამაშისათვის კვლავ გურიის რეგიონს მივაშურე, მაგრამ ამჟამად მოლოდინი არ გამიმართლდა. კიევის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის ჩასატარებლად თურქეთში იმყოფებოდა. დიდთოვლობის გამო უკრაინულმა გუნდმა საქართველოში დროზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ამ დროს სტადიონი სრულ მზადყოფნაში, ბილეთები გაყიდული, მე და ჩემნაირები ლანჩხუთში ჩასულები. თამაშის დილას პატარა იმედი მაინც იყო რომ კიეველები ლანჩხუთამდე როგორმე ჩამოაღწევდნენ, მაგრამ უშედეგოდ…

საბოლოოდ ახალი სტადიონის პირველი „ნათლობა“ მოსკოვის „სპარტაკთან“ შედგა, რომელიც კოკისპირული წვიმის აკომპანენტის ქვეშ მიმდინარეობდა და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 2:0. იმ შეხვედრას უკვე თბილისში, ტელევიზორთან მჯდარი ვუყურებდი.

იმ სეზონში „გურიამ“ მედგრად იბრძოლა, მაგრამ სსრკ-ის უმაღლეს ლიგას მაინც გამოეთხოვა. ბოროტ ხმებს თუ დავუჯერებთ, „გურია“ ნაწილობრივ თბილისის „დინამოს“ გადარჩენის ოპერაციას შეეწირა. საქართველოს უპირველესი გუნდი საშინლად ასპარეზობდა და პირველ ლიგაში დაქვეითების ერთ-ერთი უპირობო კანდიდატი იყო. სეზონის დასასრულს, „იატაქვეშა“ მოძრაობები და საფეხბურთო აღებ-მიცემობანა გაიმართა, რომელმაც ლანჩხუთური კლუბის უმაღლეს ლიგური ამბიციები საბოლოოდ დაასამარა. რამდენად რეალურია ეს ხმები ვერაფერს მოგახსენებთ. ხარკოვის „მეტალისტთან“ საშინაო მარცხის შემდეგ ლანჩხუთის სტადიონზე არასასიამოვნო ექსცესებიც განვითარდა…

რამდენიმე წლის წინ, ლანჩხუთში, გავლით ვიყავი და როდესაც ერთ დროს ბრწყინვალე, მაგრამ ამჟამად გავერანებულ სტადიონს თვალი შევავლე გული შემეკუმშა. ეს სპორტული სარბიელი დიდი ისტორიული მნიშვნელობისაა. გარდა იმისა რომ ლანჩხუთური კლუბის საშინაო ასპარეზი გახლდათ, მან ერთი პატარა რაიონული ცენტრი – ლანჩხუთი სრულიად სსრკ-ს გააცნო.

ამ სტადიონს თავის დროზე განსაკუთრებული მისია დაეკისრა და მისი გაპარტახება უდიდესი დანაშაულია. ეს სარბიელი სრულიად საქართველომ რამდენიმე თვეში ააგო და მავანმა და მავანმა სრულიად წარწყმიდა.

„გურია“ – „დაუგავას“ დაუვიწყარი შეხვედრიდან დიდი დრო გავიდა. ლანჩხუთური გუნდის ისტორია ნახტომისებურად განვითარდა. სსრკ-ის უმაღლესი ლიგის კიდევ ერთი საგზური, საქართველოს თასის მოპოვება და შემდეგ თანდათანობითი რეგრესი, რომელსაც ხანმოკლე, დროებითი წარმატებები ცვლიდა.

დღეს „გურია“ საქართველოს პირველობის ქვედა ლიგებში მონაცვლეობს. გუნდის გაძლიერება – აღორძინების დაპირებები, იცოცხლე, ყოველ წელს გვესმის, მაგრამ საქმე ადგილიდან მაინც არ იძვრის.

იმ ლეგენდარული „გურიას“ მოსაგონებლად, ამ კლუბის იმდროინდელი მოთამაშეების ავტოგრაფებიან საფეხბურთო ბურთს დიდი ხნის განმავლობაში ვინახავდი. სამწუხაროდ დროის გამოცდამ ვერ გაუძლო და სადღაც დაიკარგა, ისევე როგორც „გურიამ“ გაატანა წყალს საკუთარი მდიდარი წარსული და გმირული ისტორია.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ფეხბურთი
გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025
სპორტი

“ორ წელიწადში ჩვენ, ალბათ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“ _ მერაბ ჟორდანია “გურიაში“ ბრუნდება

21:56; 26 ნოემბერი, 2025

სამხრეთ აფრიკაში პალესტინის სოლიდარობის ნიშნად მსვლელობა გაიმართა

სტივენ ტაილერს სკანდალური ბრალდება წარუდგინეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორია ხელფასები რეგიონების მიხედვით

18:33; 16.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18:21; 16.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 16.12.2025
საზოგადოება

„ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი“- მელაძე

16:49; 16.12.2025
სამართალი

შსს: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაშია მიცემული

16:35; 16.12.2025
პოლიტიკა

რომელი ქვეყნების ელჩებმა გადასცეს ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები

15:26; 16.12.2025
xr:d:DAE_hReSbqE:34,j:42482255595,t:22112907
საზოგადოება

რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს?

15:12; 16.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს პროგრამაში 68 სტიპენდიატი გამოვლინდა

14:53; 16.12.2025
სამართალი

მძიმე ავარია ქუთაისში

14:46; 16.12.2025
ფინანსები

მიიღეთ მეორადი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული სერვისები საქართველოს ბანკის ფილიალებში

14:41; 16.12.2025
საზოგადოება

„დედის საფლავის მოსანახულებლად წასულს დაგასრულებინეს სიცოცხლე“

14:26; 16.12.2025
ფინანსები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:20; 16.12.2025
საზოგადოება

ამერიკაში ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტი გარდაიცვალა

12:36; 16.12.2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა – თანაბრად გაზიარებული სარგებელი

12:24; 16.12.2025
საზოგადოება

მთავრობის უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ

10:50; 16.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო