ატლანტის ოკეანეში დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Sciencealert ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დისტანციურად მართვადი აპარატის მეშვეობით მიაგნეს სვეტებს, რომელთა სიმაღლე მაქსიმუმ 60 მეტრს აღწევს.
როგორც ცნობილია, ეს ადგილი მკვლევრებმა ჯერ კიდევ 2000 წელს აღმოაჩინეს და ჰიდროთერმული ველის დაკარგული ქალაქი უწოდეს.
ქალაქი, რომლის მსგავსი ჯერ არაფერი აღმოუჩენიათ, ოკეანის ზედაპირიდან 700 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
სპეციალისტები მას მინიმუმ 120 000 წლით ათარიღებენ.
სამეცნიერო გამოცემის მიხედვით, ზოგიერთი ექსპერტი ითხოვს, რომ დაკარგული ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანონ.