რეპერი კაბუ დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კახა აბუაშვილს ბრალად ქალზე ძალადობა ედება.
კაბუს დაკავებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 126-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.