არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“თვალდახელშუა, მალულად აგვიშენებენ საბიტკოინე ჰესებს გომის ტყეში და მდინარე ბჟუჟს ამ მილებში მოაქცევენ 6 კმ. მანძილზე. დავადექით ამ დილით ფაქტზე.
“პარვუს ჯგუფი” რომელმაც მისცა გომი-შემოქმედის მოსახლეობას, გარემოსდამცველებს და მედიას პირობა რომ კვლევებს ჩაატარებდა, გაგვაცნობდა და ჩვენი თანხმობის მერე შეუდგებოდა საქმიანობას….ურცხვად აგრძელებს უკანონობას:
1.პროექტის პროცესში არაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდამცველები.
- არ არსებობს ადგილის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, სეისმური კვლევები და დასკვნები, არც დანარჩენი საჭირო კვლევა.
- რა მემორანდუმი გაუფორმა კომპანიას ოზურგეთის მერიამ არ ვიცით, არ გვაწვდიან საჯარო ინფორმაციას.
გაუგონარი თავხედობის, დაუდევრობის და უკანონობის მომსწრე ვართ. თუ რამე გამაკვირვებდა არ მეგონა.
ყველა ღონისძიებას გავატარებთ ამ უკანონობის აღმოსაფხვრელ-შესაცვლელად.
რა ნებართვებია გაცემული მოვიკითხავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. “- წერს ირმა გორდელაძე.
პ.ს. “პარვუს ჯგუფის“ წარმომადგენლებმა მედიასთან საუბრისას არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან აუცილებლად მოხდებოდა შეხვედრა. ერთ-ერთი შეხვედრა სექტემბერში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს დეკემბერია და არანაირი შეხვედრა არ ჩატარებულა.
ინფორმაციისთვის, გომის ტყეში სამი მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება. ამ ეტაპზე ადგილობრივები ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწვრილებით არანაირ ინფორმაციას ფლობს.
“გურია ნიუსი” ცდილობს აღნიშნულთან დაკავშირებით “პარვუს ჯგუფის” კომენტარი მოიპოვოს, რის შესახებაც მკითხველს აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას.
ავტორი