ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, კარბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა ადგილობრივი მილიციის სასტიკ მოპყრობას,_ ამის შესახებ პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი.
“ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა.
სამწუხაროა, რომ ასეთი მოვლენები ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავზეც ხდება”,_ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.