“წითელი ჯვრის” დახმარების კოლონას თავს დაესხნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო შვიდი დაშავდა.
თავდასხმა სუდანის დედაქალაქ ხარტუმში მოხდა.
“წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, დაჭრილთა შორის სამი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომელია.
როგორც ცნობილია, ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უნდა გადაეყვანა.
კომიტეტში აცხადებენ, რომ მომხდარით “შოკირებული და შეძრწუნებულნი” არიან.