არც სასწრაფო დახმარების მანქანას, არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისთ არ აქვს პრობლემა. საზოგადოებას აქვს კულტურა, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში საცობების პრობლემასთან დაკავშირებით.
კახა კალაძე ამბობს, რომ საცობების მიზეზი მანქანების დიდი რაოდენობა და ავტოსაგზაო შემთხვევებია:
“საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა. 650 ათასი მანქანა მოძრაობს თბილისში პიკის საათში. ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა ცხადია.
ოპოზიცია ჩვეულებრივი სპეკულანტები არიან. აღნიშნული თემით სპეკულირებენ”, _ ამბობს კალაძე.