ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ერთ-ერთი მცირეწლოვანი, თბილისში გადაოჰყავთ.
როგორც გუშინ ვწერდით, დაშავებული მცირეწლოვანი რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მას ოპერაცია დღეს თბილისში, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდება.
შემთხვევა გუშინ მოხდა. დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. უფროსი ძმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.