“შემოგთავაზებთ რამდენიმე რიტუალს ამ პერიოდისთვის:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე დღეებში მზის ენერგიის დეფიციტია, ამიტომ სიმბოლურად, რაც შეიძლება მეტი ცეცხლის ელემენტი გამოიყენეთ, იქნება ეს სანთელი, წითელი, ალისფერი ტონები.
დაასუფთავეთ სახლი, სამუშაო სივრცე, თქვენი გაჯეტები, თქვენი გონება გაათავისუფლეთ ზედმეტი საფიქრალისგან, გახსოვდეთ, სანამ სასმისში რაიმე ასხია, ახალს ვერ ჩაასხამთ!
მორთეთ ოთახი ხმელი ფოთლებით, გირჩებით, თხილით, კაკლით, ყურძნითა და ხილით. მოამზადეთ რიტუალისთვის სივრცე, სასურველია როზმარინის, კედრის, საკმევლის ეთერზეთების გამოყენება.
დაანთეთ სანთელი. (სასურველია თეთრი)
აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ ამ წელს მომხდარი უსიამოვნებები, ავადობის, წარუმატებლობის, იმედგაცრუების, ტკივილის მიზეზი.
აიღეთ ფურცელი, წაიკითხეთ (ხმამაღლა ან ჩუმად როგორც გნებავთ) დაწვით თეთრ სანთელზე.
მეორე დღიდან 25 რიცხვამდე (თუ ვერ მოასწრებთ მერეც შეგიძლიათ) დაანთეთ სხვა სანთელი (სასურველია წითელი) აიღეთ ბლოკნოტი- გაწერეთ მიზნები, გეგმები, სურვილები, რომლის განხორციელებაც გსურთ.
ქვეპუნქტებად შეგიძლიათ ჩამოწეროთ დამატებითი ქმედებების სახით ნაბიჯები, რომლებიც დაგეხმარებათ ჩანაფიქრის განხორციელებაში (რაც მეტი კონკრეტიკაა მით უკეთესი).
წაიკითხავთ დაწერილს, მოატარებთ წითელი ცეცხლის ალზე და შეინახავთ. 2 იანვრამდე გადაანაწილეთ სანთელი და ყოველდღოურად მის შუქზე დააკორექტირეთ თქვენი გაწერილი გეგმები. პერიოდულად წლის განმავლობაში გადაავლებთ ხოლმე თვალს, ამოშლით განხორციელებულ გეგმებსა და სურვილებს. შეგიძლიათ ჩაამატოთ ახალი მისწრაფებები.
დაგჭირდებათ ალუბლის 2-3 ტოტი, ჩაიფიქრეთ მათზე კონკრეტული სურვილი, 25 დეკემბერს მოათავსეთ ეს ტოტები პატარა ლარნაკში, ჩაამატეთ წყალი და დაელოდეთ.
თუ 7 იანვრამდე არცერთი არ გაყვავდა მაშინ სურვილი არ ასრულდება.
თუ გაიკვირტა რომელიმე ტოტი, სურვილი ასრულდება, მაგრამ მოგვიანებით.
აი თუ გაყვავილდა თანაც სამივე, მაშინ იმაზე კარგად წავა საქმე ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ნებისმიერი საქმისთვის წარმატებულად რომ იასპარეზოთ გამოგადგებათ კუს სიმბოლო, სადგამად ან კულონის, საკიდის სახით”, _ წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში.