დღეიდან საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ასევე კომერციული ტარიფი შემცირდა. შესაბამისად, ტარიფი შეუმცირდათ როგორც თბილისში „თელმიკოს“, ასევე რეგიონებში “ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს.
უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები ის აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 18,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ლი იანვრიდან ტარიფი 15,041 თეთრამდე შეუმცირდათ. 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფმა 22.053 თეთრიდან 19.053 თეთრამდე დაიკლო, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.537 თეთრიდან 23.537 თეთრამდე შემცირდა.
რაც შეეხება რეგიონების, ანუ “ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს, აქაც ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ის აბონენტები, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 17.731 თეთრიდან 14.731 თეთრამდე შეუმცირდათ, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფმა 21.707 თეთრიდან 18.707 თეთრამდე დაიკლო, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.227 თეთრიდან 23.227 თეთრამდე შემცირდა.