ეს ლოცვა შობის ღამეს აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოს
“ლოცვა ღვთისადმი შეწყალების, დახმარებისა და შუამდგომლობისთვის”:
“მოწყალე ღმერთო, შენ გაბარებ ჩემს სულსა და სხეულს, ჩემს გრძნობებსა და ფიქრებს, ყველა ჩემს საქმიანობას.
ჩემს რწმენას, საცხოვრებელ ადგილს, ჩემი სუნთქვის თითოეულ საათსა თუ დღეს, ჩემს წარმოდგენებს, სულისა და სხეულის სიმშვიდეს. შენ ხარ უფალი, რომელიც მოწყალების კალთას აფარებს ცოდვილ სამყაროს. ჩემო ღმერთო, შეიწყალე ყველა ცოდვილი, დაიცავი და გაანთავისუფლე ყოველგვარი ბოროტებისგან. ნუ განმირისხდები, თუ კაცთმოყვარეობისთვის გაგკიცხავ.
შემიწყალე ჩემი სისუსტეების გამო, დამიფარე ვნებების,დემონებისა და ბოროტი ადამიანებისგან. ხილულ, თუ უხილავ მტრებს ნუ მისცემ უფლებას გადარჩენის გზაზე გადამეღობონ, მომიყვანე შენამდე. გლოცავ საუკუნოდ შენ, ჩემს შემქმნელს. ამინ”.