ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მომპყრობის ბრალდებით მარნეულის მუნიციპალიტეტში 1 პირი დააკავეს.
ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო.