ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ გამოცემამ Music Radar ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოკლიპების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ სიის სათავეში მაიკლ ჯექსონის „Thriller“ მოექცა. ამ კომპოზიციის მიხედვით გადაღებული კლიპი თავის დროზე ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა. იმ წლებში ეს ასტრონომიულ ციფრად ითვლებოდა. ამ ნამუშევარში თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვადასხვა სპეცეფექტები პირველად იყო გამოყენებული. ამის გამო ამ ნამუშევარს თანამედროვე მუსიკალური ვიდეოკლიპების ახალი მიმართულების გზამკვლელად მიიჩნევენ.
მეორე საფეხურზე მომღერალი ლედი გაგას „Telephone“ აღმოჩნდა.
საპატიო მესამე ადგილზე კი ლეგენდარული ჯგუფი „Queen“-ის კომპოზიციის „Bohemian Rhapsody“ ვიდეოკლიპი გავიდა. საინტერესოა, რომ ის მსოფლიოში პირველ ოფიციალურ კლიპად ითვლება.
ავტორი