პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, წყლის ტარიფის გაძვირება პურზე ფასების ზრდას არ გამოიწვევს.
მისი თქმით, წყლის ტარიფის გაზრდასთან ერთად, დაიკლო ელექტროენერგიის ტარიფმა და ამან ღირებულება დააბალანსა.
მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის სამ-ოთხთვიანი მარაგი არსებობს, როგორც ადგილობრივი, ისე – იმპორტირებული და, ახალ მოსავლამდე, ვარაუდობს, რომ პურზე ახლანდელი ტარიფი შენარჩუნდება.
“წყლის ტარიფის მატება საბოლოო პროდუქტზე ნამდვილად არ აისახება და შენარჩუნებული იქნება ის ფასები, რომელიც პურზე გვაქვს. ადგილობრივი წისქვილებიც მუშაობენ და აწარმოებენ ფქვილს. ამასთან, საქართველოში იმპორტირებული ფქვილიც არის, რაც აძლევს მეწარმეებს იმის საშუალებას, რომ, დღევანდელ ეტაპზე, პურის არსებული ფასები შენარჩუნდეს”, – განაცხადა დოლიძემ.
წყარო: რუსთავი 2