ვლადიკავკაზის საბაჟოზე დააკავეს ქალი, რომელიც საქართველოში 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედების შემოტანას ცდილობდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Mash ავრცელებს.
ტელეგრამის არხის ცნობით, პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში 36 წლის ქალმა მიიღო შვიდი 0,5 მილილიტრიანი ტუბი კვერცხუჯრედის ნიმუშებით. ის აპირებდა საქართველოში, სილქ მედიქალის კლინიკაში უფრო იაფად დაორსულებას:
გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა დაარწმუნეს რუსეთის მოქალაქე, რომ კვერცხუჯრედების გადატანა ლეგალური იყო, მაგრამ არ აცნობეს, რომ ამისათვის ნებართვა სჭირდებოდა.
ქალს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი რუბლის ჯარიმა ემუქრება.