ვერძი
შესაძლოა საეჭვო წინადადება შემოგთავაზონ. კარგად გაიაზრეთ შედეგები და გადაწყვეტილება ისე მიიღეთ.
კურო
თქვენი პროფესიული მიდგომა სამუშაო პროცესების შედეგებზე პოზიტიურად აისახება, პარალელურად გარემოშიც სასიამოვნო ცვლილებები ხდება.
ტყუპები
მოტივაცია და შრომისმოყვარეობა კარგ მოგებას მოგიტანთ. თქვენი პროექტები და კავშირები საკმაოდ მოთხოვნადი და წარმატებული იქნება.
კირჩხიბი
სინანულის გარეშე მოიშორეთ ცხოვრებიდან ყველაფერი უსარგებლო, იქნება ეს კავშირები, ნივთები, სიტუაციები თუ ადამიანები. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა და სიახლეების.
ლომი
დააკონკრეტეთ თქვენი მიზნები და სურვილები. თქვენს ბედ-იღბალში შესაძლოა დიდი ცვლილებები დაიწყოს, შესაბამისად მოგიწევთ გეგმების კორექტირებაც.
ქალწული
შესაძლოა უხერხულობა შეგიქმნათ ადრე დაპირებული საქმეების შეუსრულებლობამ. თუმცა მალევე შეძლებთ ამ უსიამოვნო სიტუაციის გამოსწორებას.
სასწორი
დაღლილობამ შესაძლოა თქვენში გაღიზიანება და უგუნებობა გამოიწვიოს, მაგრამ ამასთან მოსალოდნელია გაიგოთ მეტად საინტერესო ამბავი, რაც განწყობას აგიმაღლებთ.
მორიელი
მოულოდნელად შესაძლოა გარკვეული მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ, რომელიც თვენი საქმეების წარმატებით წარმართვაშ დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
თქვენს ირგვლივ მშვიდი და მშვიდობიანი გარემოა, ოჯახის წევრებისთვის თქვენი განწყობა გადამდებია, ასე რომ ეცადეთ მეტად გამხიარულდეთ.
თხის რქა
ახალი ნაცნობობის და ახალი შესაძლებლობების დღეა. ერიდეთ გაუგებრობებს და დაიცავით ზომიერება.
მერწყული
შესაძლოა ახალი მეკავშრეები შეიძინოთ. იყავით დაკვირვებული და მეტად კონცენტრირდით საქმეებზე.
თევზები
თქვენი მოთმინება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები და მოწოდების სიმაღლეზე დარჩეთ.