საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის, როგორც წინა წლებში, მიმდინარე 2024 წელსაც 748 ათასი ლარია გამოყოფილი.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდანვე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 2 მილიონ 100 ათასი ლარიც ერგო,რომლის თანადაფინანსებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტს 110 ათასი ლარის გაღება მართებს. ჯამში კი ამ კუთხით განსახორციელებელი პროექტების ღირებულება 2 მილიონ 210 ათას ლარს შეადგენს.
ირკვევა, რომ ზემოთ ნახსენები თანხიდან, მიმდინარე წლისთვის, ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში: გურიელის, ნინოშვილის, ურუშაძისა და ყაზბეგის ქუჩებზე 1157895 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.
ჩოჩხათი-არჩეულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის კი წელს 1 052 632 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
ზემოთ ნახსენები თანხების ბიუჯეტში ასახვის მიზნით კი მსჯელობა დეპუტატებს წევრებს საკრებულოს წლის პირველ სხდომაზე მოუწევთ.