ექიმი ეკა კვირკველია მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის ნაკლებობის ეპიდემიაზე საუბრობს. როგორც ცნობილია სწორედ ეს ჰორმონი აძლევს და უნარჩუნებს ორგანიზმს მამაკაცურ შესაძლებლობებს.
„მსოფლიოში დაბალი ტესტოსტერონის ეპიდემიაა. სულ უფრო და უფრო იკლებს ეს ჰორმონი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ტესტოსტერონი სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად სექსუალური ლიბიდოს განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
რატომ ხდება ეს ყველაფერი?
ტესტოსტერონის დაბალი დონე პირველ რიგში არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია. მაგალითად, წონაში მატება – როგორც ცნობილია, მუცლის ცხიმი ტესტოსტერონს ესტროგენად გარდაქმნის. გავლენას ახდენს ტოქსიკური ჯანქ ფუდიც, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვიღებთ.
ჰორმონის შესამოწმებლად აუცილებლად უნდა გავზომოთ დილის ტესტოსტერონი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოთ ამ ჰორმონის მიღება. ამის მაგივრად ცხოვრების წესი უნდა შეცვალოთ. კვლევები აჩვენებს, რომ ამ ცვლილებით ტესტოსტერონი დინამიკაში იზრდება კიდეც. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს ტესტოსტერონს. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, – ამბობს ეკა კვირკველია.