მაინც რა სურთ ქალებს? როგორი მამაკაცი სჭირდებათ გვერდით?
მაგალითად, ევროპაში ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იქაური ქალები კაცის გარეგნობას ყველაზე ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. სამაგიეროდ, ძალიან ინტერესდებიან მათი ფინანსური მდგომარეობით.
მამაკაცური შარმი და სექსუალურობა არც ისე მნიშვნელოვანიაო, – ამტკიცებს ევროპელი ქალების უმრავლესობა. საერთოდაც, ქალების მხოლოდ 9 პროცენტი აქცევს ყურადღებას კაცის გარეგნობას, როცა მასთან ოჯახის შექმნას აპირებს. 2 პროცენტს აინტერესებს, რამდენად აკურატული და მოწესრიგებულია მამაკაცი, 3 პროცენტს კი – იცის თუ არა კერძების მომზადება. მამაკაცში ქარიზმას ქალების მხოლოდ 1 პროცენტი ეძებს.
ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ველით იმ ადამიანისგან, რომელმაც ჩვენ მხარდამხარ უნდა იაროს ცხოვრების გზაზე და ჩვენი სიხარული და ტკივილები გაიზიაროს.
ალბათ, ყველაზე მეტად ფასდება საიმედოობა, სიკეთე, ინტელექტი, პატიოსნება და ერთგულება. ბუნებრივია, რომ მამაკაცებში სითბოს ვეძებდეთ.
ავტორი