ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერი განვითარდა და ამ სოფელში მცხოვრები ბოლქვაძეების სახლი წაიღო. სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს. – ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
როგორც „ბათუმელები“ წერს, ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ამ სოფლებში მცხოვრებლებმა დაუდასტურეს.
„მეწყრის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. კაცმა ზვავს გამოასწრო. 60 წლამდე ქალს სოფლის მცხოვრებლები საკუთარი ძალებით ეძებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს“,- ამბობენ ადგილობრივები.