https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

განახლებადი ენერგია, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზა

13:34; 6.02.2024
ბახვიჰესი
Share on FacebookShare on TwitterEmail
2023 წლის ივლისი კაცობრიობის ბოლო რამდენიმე ასწლეულის ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდა. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისში, წელიწადის ამ დროისთვის, ისტორიულად სამი ყველაზე ცხელი დღე და ოკეანის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მყისიერი რეაქციები და განცხადებები მოჰყვა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა კი თქვა, რომ გლობალური დათბობის ერა გლობალური დუღილის ერამ ჩაანაცვლა.

ამგვარად, ნომერ პირველ გამოწვევად დასახელებული კლიმატის ცვლილება მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, ამჯერად, უფრო აქტიურად მოექცა. გლობალური დუღილის ერა კი, ის თემა გახდა, რომლის განხილვისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის გარეშეც მსოფლიოს მასშტაბით არცერთი მნიშვნელოვანი ოფიციალური ღონისძიება არ ჩატარებულა.

2023 წლის დეკემბერში, გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 28-ე სამიტის მონაწილე ქვეყნებმა, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების მიზნით, განახლებადი ენერგიის მოცულობა უნდა გასამმაგდეს. კლიმატის ცვლილებას იწვევს გარემოში ჭარბი ოდენობით სათბური აირების გაფრქვევა, ამ პროცესის შესაჩერებლად და შესაბამისად, დედამიწის გადასარჩენად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით, განახლებადი იგივე მწვანე ენერგიის წყაროებზე გადასვლა, რაც გულისხმობს, მეტი ჰიდროელექტროსადგურის, მზისა და ქარის სადგურების  მშენებლობას. სწორედ ამ მიზნით, მოეწერა ხელი გადაწყვეტილებას განახლებადი ენერგიის მოცულობის გასამმაგების თაობაზე.

განსახილველ საკითხებს შორის, მთავარ ადგილს სწორედ კლიმატის ცვლილება იკავებდა 2024 წლის იანვარში, შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზეც.

კლიმატის ცვლილება ეხება ყველა სახელმწიფოს და ყველა ადამიანს, რადგან ამ მოვლევას არ გააჩნია საზღვრები, შესაბამისად მსოფლიოში მიმდინარე ამ აქტიურ პროცესებში საკუთარი როლი აქვს საქართველოსაც. ჩვენი ქვეყნის გაცხადებული მიზანი არის განახლებადი ენერგიის ობიექტების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც გარემოში მავნე სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასაც, ეს უკანასკნელი კი საბოლოოდ, ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში დაეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში არსებული გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ქვეყანას განსაკუთრებით დიდი შესაძლებლობა ჰიდროენერგეტიკის განვითარების მიმართულებით აქვს, რადგან ამ დროისათვის არსებული პოტენციალის მხოლოდ 20%-ია ათვისებული.

საერთო მიზნის მიღწევის პროცესში ხელისუფლების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა სარგებლის მოტანა შეუძლია განახლებად ენერგიას და რამდენად უწყობს ხელს მასზე გადასვლის პროცესი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას,  ამ საკითხებზე ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი, დავით კობერიძე გვესაუბრა.

_ ბატონო დავით, პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ განახლებადი ენერგიისა და მისი წარმოების მნიშვნელობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით?

_ განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, ასევე მზისა და ქარის სადგურები, კლიმატის ცვლილების ტემპის შესაჩერებლად ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია. ამაზე მთელი ცივილიზებული მსოფლიო ჯერ კიდევ წლების წინ შეთანხმდა. მეტიც, 2019 წელს, მსოფლიო ლიდერების ჩართულობით შეიქმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ევროპის მწვანე ინიციატივა, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების 1990 წელს დაფიქსირებული მაჩვენებლის მინიმუმ 45%-ით შემცირება, ხოლო  2050 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალურობის მიღწევაა. ამ პროცესის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად კი სწორედ, წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა და მისი სრულად, განახლებადი ენერგიით ჩანაცვლება განიხილება. დაახლოებით ერთი თვის წინ, ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრეებიც გავხდით, კერძოდ, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში განახლებადი ენერგიის მოცულობა უნდა გასამმაგდეს.  ეს მოვლენები,  იმის  დადასტურებაა, რომ სწორედ განახლებადი ენერგიაა  კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის და მისი შეჩერების  უალტერნატივო საშუალება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სხვა ენერგიის ფორმებთან შედარებით, სწორედ ჰიდროელექტროსადგურებია სტაბილური ენერგიის წყარო, რადგან მაგალითად, ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული. ამასთან, ჰიდროელექტროსადგურები ე.წ სათბური გაზების დაბალი გამოყოფით გამოირჩევა ოპერირების პერიოდში, რაც დეკადები გრძელდება და შესაბამისად, ძალიან დადებითად აისახება გარემოზე. მოგეხსენებათ, რომ სათბური გაზები გლობალური დათბობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელი ფაქტორია.

_ ცნობილია, რომ საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, მაგალითისთვის, ქვეყანაში 26 ათასზე მეტი მდინარეა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველომ განაგრძოს დარგის განვითარება, რათა ერთი მხრივ, წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში, მეორე მხრივ კი საერთაშორისო ასპარეზზე დაპოზიციონირდეს, როგორც სუფთა და უსაფრთხო ენერგიის მწარმოებელი ქვეყანა?

_ სამწუხაროდ, დიდი პოტენციალის მიუხედავად, საქართველო დღეს გარკვეულწილად დამოკიდებულია წიაღისეული საწვავის რესურსების გამოყენებით მიღებულ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე. თუ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ განვითარებული ქვეყნების სიაში, როგორც არის ავსტრია, შვეიცარია თუ სხვა, აღნიშნული პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით, მათ ტემპს ფეხი უნდა ავუწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავდგებით საშიშროების წინაშე, რომ ერთი მხრივ, გამოვეთიშოთ გლობალურ პროცესებს, მეორე მხრივ კი, დამოკიდებული დავრჩეთ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასაიმედო მეზობლის იმედზე.

_ თქვენ ხშირად საუბრობთ, რომ ბახვი ჰესი პროექტის განხორციელების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და აღსრულების პრაქტიკით გამოირჩევა. როგორ ფიქრობთ, რამდენად და რატომა არის მნიშვნელოვანი ამ მიდგომის პოპულარიზაცია?

_ კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას,  წარმოუდგენელია არ ვიფიქროთ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტებზე, რადგან კლიმატის ჩამოყალიბების პროცესში მთავარ როლს სწორედ გარემოს კომპონენტები ასრულებს, მაგალითად,  წყალი, ჰაერი, მწვანე საფარი. შესაბამისად, როცა გაჩნდა გურიაში ბახვი ჰესის განვითარების იდეა, ჩვენ  დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ განგვეხორციელებინა პროექტი ისე, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური კომპონენტი უმაღლეს დონეზე გვემართა. ისე, როგორც ამას აკეთებენ მოწინავე ევროპულ ქვეყნებში. საზოგადოებისთვის ახალი არ არის, რომ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების კონსტრუქციული თხოვნის საფუძველზე, კვლევების პროცესში ჩავრთეთ საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიები და დამოუკიდებელი ექსპერტები. ჩვენი კეთილი ნების საფუძველზევე,  ბიომრავალფეროვნების კვლევის პარალელურად, დამატებით ჩავატარეთ კლიმატისა და კუმულაციური ზემოქმედების კვლევაც.

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, საერთაშორისო ექსპერტებმა მოგვიმზადეს ყოვლისმომცველი რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია გარემოზე მიყენებული ზემოქმედების შემცირებისა და თავიდან აცილებისკენ. სწორედ ამ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სამოქმედო გეგმის აღსრულებაა ჩვენთვის პრიორიტეტული, მით უფრო  მშენებლობის პროცესის პარალელურად.  

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა იმ პროცესში, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. სწორედ მომავალი თაობა უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში,  ასევე ზოგადად გარემოზე ზრუნვის მიმართულებით დღეს გადადგმული ნაბიჯები დროთა განმავლობაში შედეგს აუცილებლად გამოიღებს. რადგან ბახვი ჰესის მაგალითზე ვსაუბრობთ, ვიტყვი, რომ ამ მხრივ გურიას ძალიან ნათელი და განვითარებაზე ორიენტირებული ახალი თაობა ჰყავს. ამაში მყარად დაგვარწმუნა ჩვენმა საგანმანათლებლო პროექტებმა. მაგალითისთვის, გარემოსდაცვისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ჩატარებული ტრენინგების მიმართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხაკაურას სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს და სწავლების პროცესშიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები.

ყოველივე ეს გვაძლევს იმედს, რომ თანამედროვე ცოდნით და გამოცდილებით შეიარაღებული ახალი თაობა, ეფექტურად შეძლებს მათ წინაშე მდგარი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას, რასაც ჩვენ ხელს შევუწყობთ, როგორც განახლებადი ენერგიის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობით, ასევე ახალგაზრდების განვითრებისა და განათლების გზით.

ბახვიჰესი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულება

11:07; 9 თებერვალი, 2026
ბახვიჰესი

“მე ავაშენე ბახვი ჰესი”

12:03; 24 დეკემბერი, 2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესი _ ჩვენ შევასრულეთ დანაპირები

10:29; 19 დეკემბერი, 2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა – თანაბრად გაზიარებული სარგებელი

12:24; 16 დეკემბერი, 2025
ბახვიჰესი

საზოგადოებასთან ურთიერთობები – გამჭვირვალობა და ჩართულობა

10:46; 11 დეკემბერი, 2025

მეწყერს ინსპექტორი ემსხვერპლა

ფიქსირებულ ინტერნეტზე ყველაზე დაბალი სიჩქარე რეგიონში საქართველოს აქვს

ყველა სიახლე

სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო