ძილის დარღვევა ნევროზის ერთ-ერთი სიმპტომი ან მისი მომასწავებელი ნიშანია. ასევე, უძილობის მიზეზი შეიძლება, იყოს სექსუალური მოშლილობა, გადაღლა, ნერვიულობა, სტრესი და უარყოფითი ემოციებით გამოწვეული მდგომარეობა.
არსებობს რჩევები, რომლებიც ხშირად ძილის აღდგენისა და ნერვული სისტემის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ, კერძოდ:
კარგად გაანიავეთ საძინებელი ოთახი. უმჯობესია, ღამე ფანჯარა ოდნავ შეღებული დატოვოთ.
ძილის წინ ნახევარი საათით გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ღრმად ისუნთქეთ, სახლში დაბრუნებულმა კი მიიღეთ თბილი შხაპი.
თუ მიჩვეული ხართ ძილის წინ ჭამას, უმჯობესია, დალიოთ ერთი ჭიქა თბილი რძე და მიაყოლოთ მას ერთი ნაჭერი შავი პური.
მოერიდეთ ძილის წინ ტელევიზორის ყურებას, უარყოფითი ემოციებით გადატვირთვას, ნერვული სისტემის აღგზნებას არასასიამოვნო ლიტერატურის კითხვით და ასე შემდეგ.
ეცადეთ, დღის პრობლემებისა და მეორე დღის გეგმების განსჯა-დალაგება დაძინებამდე სამი საათით ადრე მოაგვაროთ.
ძილის წინ მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.
ავტორი