რუსეთში ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
“ყველაზე მეტი ადამიანი დააკავეს მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში. 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში. დაკავებულთა შორის იყვნენ გრიგორი მიხნოვ-ვოიტენკო, სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი, რომელმაც სოციალურ ქსელებში გამოაცხადა ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მიგების გეგმა და დააკავეს შაბათს დილით მისი სახლის წინ. მას ბრალი წაუყენეს აქციის ორგანიზებაში და მოათავსეს პოლიციის განყოფილების საკანში, მაგრამ მოგვიანებით საავადმყოფოში ინსულტით გადაიყვანეს”,_ იტყობინება OVD-Info.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. ის ციხეში 2021 წლიდან იჯდა, მას შემდეგ რაც ნერვული აგენტით მოწამვლისგან გამოჯანმრთელდა და გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული სხვადასხვა ბრალდებებით დააკავეს.