ცოტა ხნის წინ ჟურნალმა “ფორბსმა” დაასახელა ინვესტირებისათვის ყველაზე ხელსაყრელი კინოვარსკვლავთა ჩამონათვალი.
ამ სიას სათავეში მოექცა მეთ დეიმონი. მის მიერ ბოლო სამ ფილმში გამომუშავებულმა თითოეულმა დოლარმა 29 დოლარის სუფთა მოგება მოიტანა.
ყველაზე რენტაბელური მსახიობების ნუსხაში მეორე ადგილზე ბრედ პიტი გავიდა. მისთვის გასამრჯელოდ გადახდილი ყოველი დოლარი კინოკომპანიას 24 დოლარად უბრუნდება.
მესამე ადგილი ვინს ვონმა და ჯონი დეპმა გაიყვეს – 21 დოლარიანი შემოსავლით.
ქალთა შორის ყველაზე “მომგებიანი” ჯენიფერ ენისტონი აღმოჩნდა. მისი ხელფასის თითოეული დოლარი კინოსტუდიას 17 დოლარს აძლევს.
კომედიურ მსახიობებში, 9 დოლარიანი მოგებით ყველაზე რენტაბელური ადამ სენდლერია. უილ ფარელსა და ჯიმ კერის კი 8-8 დოლარი მოაქვთ, მათი შრომის ასანაზღაურებლად გაღებულ თითოეულ დოლარზე.
სარფიანი მსახიობების სიის შედგენისას “ფორბსმა” შემდეგი ფორმულა გამოიყენა: გაქირავებაში ფილმის საერთო შემოსავლისა და ყველა სხვა მოგების შედეგად მიღებულ თანხას აკლდებოდა მის გადაღებებზე დახარჯული რაოდენობა. დარჩენილი სუფთა მოგება კი იყოფოდა მსახიობის ჰონორარზე სხვა დანახარჯის ჩათვლით. გამოთვლების დროს გათვალისწინებული იყო მსახიობის ბოლო სამი ფილმი.
ავტორი