https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალი გამომცემელი კაცებით დომინირებულ ინდუსტრიაში — გზა დიდი ოცნებისკენ

19:58; 6.03.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail
“გამომცემლის პროფესია დირიჟორობას ჰგავს. კრეატიულ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებ და რაღაც ახალს ქმნი. ამ საქმემ ამით მომხიბლა. ვფიქრობდი, რომ ამქვეყნად ჩემს დანიშნულებას ვამართლებდი”, — გამომცემლობა დიოგენეს დამფუძნებელი თამარ ლებანიძე საქმის წამოწყების დღეებს იხსენებს.

თუ თქვენი სახლის ბიბლიოთეკას გადახედავთ, აუცილებლად იპოვით დიოგენეს ერთ წიგნს მაინც, თუმცა ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე გამომცემლობის ამბავი პირდაპირ წარმატებით არ დაწყებულა.

დიოგენე 1995 წელს თამარ ლებანიძემ 3 მეგობართან ერთად დააარსა, მაგრამ საბოლოოდ, გამომცემლობაში მხოლოდ თვითონ დარჩა. დღეს ის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა.

გამომცემლის პირველი ნაბიჯები

თამარი გვიყვება, რომ მეგობრებივით, მასაც შეეძლო, საერთო საქმეზე უარი ეთქვა და თავისი გამომცემლობა დაეარსებინა, თუმცა დარჩენა გადაწყვიტა. მისი თქმით, დიოგენეს კონკრეტული მისია ჰქონდა და უნდოდა, ამ საქმის ერთგული ნებისმიერ ფასად დარჩენილიყო.

“როცა ჩვენი გზები გაიყო, მქონდა განცდა, რომ 16 წლის დედა ვიყავი. იმის გააზრება, რომ დიოგენეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრებოდა, ჩემთვის დამატებითი მოტივაცია გახდა”, — გვიყვება თამარი.

მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად თამარს დაეკისრა, მას საქართველოს სალიტერატურო სფეროს განვითარებაზე ფიქრი არ შეუწყვეტია და ბევრად მეტის გაკეთებაც კი შეძლო — დიოგენეს წარმატებასთან ერთად მან 1996 წელს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაც შექმნა, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული კულტურის განვითარებაში, მათ შორის, აწყობს წიგნის ფესტივალებს, აღნიშნავს 23 აპრილს, როგორც წიგნის საერთაშორისო დღეს, უზრუნველყოფს საქართველოს მონაწილეობას მსოფლიოს საერთაშორისო სალიტერატურო ღონისძიებებში და ხელს უწყობს ლიტერატურის სფეროს მიმართ საზოგადოებაში ინტერესის გაზრდას.

თამარის გამოწვევები კაცებით დომინირებულ საგამომცემლო სფეროში

თამარი თავის პირად გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მან, როგორც 90-იანებში ქალმა გამომცემელმა გამოიარა. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი გამომცემლობის გზა არც ისეთი იოლი გამოდგა, როგორიც ეს შორიდან ჩანდა. მარტო დარჩენილ თამარს გარშემომყოფი კაცები თანასწორად არ მიიჩნევდნენ — თამარის თქმით, ბიზნესის სფეროში მოღვაწე ქალებს კაცები სერიოზულად არ აღიქვამდნენ. კაცები მეტი სანდოობისა და პატივისცემის ღირსად ითვლებოდნენ, ქალებს კი ხშირად არც კი უსმენდნენ. ამაზე თამარს უამრავი ისტორია აქვს:

“წიგნებით მოვაჭრემ ერთ კაც კოლეგაზე მითხრა, აბა იმას კაცი უნდა ერქვას და შენ ქალიო? — ეს იყო ერთ-ერთი კომიკური “კომპლიმენტი”, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია.

ახლა სოციუმი ბევრად განსხვავდება იმისგან, როგორიც მაშინ იყო, როცა 90-იანებში საქმეს ვიწყებდით. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არამხოლოდ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფაქტორებს, არამედ საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას ქალი მეწარმეების მიმართ.

ამ შემთხვევაში კიდევ არაუშავს, მაგ დროს მე მხედავდნენ მაინც, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ელაპარაკები კაცს, რომელთან თანამშრომლობასაც გეგმავ და გრძნობ, რომ უბრალოდ ვერ გხედავს, მისი ცნობიერება აიგნორებს შენს არსებობას. ახლა ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია, რაც ძალიან მახარებს – ეს უნდა იყოს ხელშემწყობი ფაქტორი ყველა დამწყები ქალი მეწარმისთვის”, –  იხსენებს თამარი.

ლებანიძე ყველა დამწყებ ქალ მეწარმეს უსურვებს, რომ გაიაზრონ ის გამოწვევები, რომლებიც საგამომცემლო სფეროში ქალად ყოფნას ახლავს თან, თუმცა მსგავს შემთხვევებს მათი შეჩერების საშუალება არ მისცენ.

ახალი შესაძლებლობები

კოვიდის დროს პრობლემები ყველა სფეროში გაჩნდა. გამონაკლისი არც საგამომცემლო ინდუსტრია ყოფილა — დაიკეტა უამრავი ობიექტი, რამაც წიგნების როგორც დაბეჭდვა, ისე გაყიდვა საგრძნობლად შეამცირა.

თამარის თქმით, ეს სიტუაცია შესაძლებლობად და ონლაინვაჭრობის განვითარების გზად დაინახა.

დიოგენე ჩაერთო EU4Business პროგრამაში “რჩევები მცირე ბიზნესისთვის“, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახორციელებს. პროგრამის დახმარებით გამომცემლობამ პირველი ონლაინმაღაზია შექმნა.

უკვე შემდეგი ეტაპი სრულიად გამართული ვებგვერდის შექმნა იყო, რომელიც მკითხველებს საშუალებას მისცემდა, ნებისმიერი წიგნი სახლიდან გაუსვლელად შეეძინათ, დაინტერესების შემთხვევაში კი, დიოგენეს ისტორიისა და ავტორების შესახებ ინფორმაციასაც გასცნობოდნენ. ეს გამომცემლობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის DIGITAL RE4M-ის პროგრამის საშუალებით მოახერხა, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრულ ტრანსფორმაციაში და პანდემიის შემდეგ პროცესების აღდგენაში.

თამარი ამ ეტაპს დიოგენესთვის ტრანსფორმაციულ გამოცდილებას უწოდებს, რომელიც დღემდე გრძელდება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში გაიზარდა ინტერესი აუდიოწიგნების მიმართ, ელექტრონული წიგნების პლატფორმების გამოყენება კი მკითხველებმა უფრო აქტიურად დაიწყეს.

ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ვებგვერდის დახმარებით დიოგენემ განავითარა ონლაინ ვაჭრობა და არამხოლოდ გამომცემლობის გაყიდვები გაზარდა, არამედ შექმნა საინფორმაციო პლატფორმა მომხმარებლებისთვის. ამან, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ადგილობრივი წიგნის მაღაზიებში მკითხველების მოზიდვას და დიოგენეს პროდუქციის პოპულარიზაციას. ვებგვერდის საშუალებით, გამომცემლობამ კრიზისულ სიტუაციაში მომხმარებლების დაკარგვის ნაცვლად, ახალი მკითხველები მოიზიდა.

“ჩვენთვის ამ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ევროკავშირისთვის კი პრიორიტეტული ის იყო, რომ საგამომცემლო ბიზნესი საქართველოში თანამედროვე ფორმით განვითარებულიყო. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ მოუტანა როგორც გამომცემლობას, ისე მკითხველებს.

პირველ რიგში, გაცილებით კომფორტული გახადა ჩვენი მომსახურება. ეს ერთჯერადი პროექტი არაა და დღემდე გრძელდება. გზადაგზა უამრავი რამის აღმოჩენა, დახვეწა და შეცვლა შეგვიძლია, ამიტომ მუდმივად ცვლილების პროცესში ვართ”, — აღნიშნავს თამარი.

წარმატების დასაწყისი

თამარი იხსენებს დიოგენეს დაარსების პერიოდს და იმდროინდელ პრობლემებსაც. 29 წლიანი არსებობის განმავლობაში გამომცემლობას უამრავი დაბრკოლება გადაულახავს და არაერთი წარმატებისთვისაც მიუღწევია. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, როდესაც თამარი ამ რთულ საქმეს შეეჭიდა. ის იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც გამომცემლობა დაარსეს, თბილისში სულ რამდენიმე წიგნის მაღაზია არსებობდა, ბევრი წიგნი არ ითარგმნებოდა და წიგნების ტირაჟიც ცოტა იყო. იმ დროს წელიწადში 300 ეგზემპლარის გაყიდვა უკვე დიდ მიღწევად ითვლებოდა.

გამოწვევებზე საუბრისას, თამარი იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირში გამომცემლის პროფესია უბრალოდ არ არსებობდა, ამიტომ როდესაც ამ საქმეს შეეჭიდა, საზოგადოებისთვის ეს სფერო ძალიან უცხო და ახალი იყო.

“მე ვთვლი, რომ ნამდვილი მკითხველი, როგორც ასეთი, ყველა ეპოქაში ერთი და იგივეა და მათი რიცხვი ძალიან მცირეა, თუმცა 90-იანებთან შედარებით, დღეს მთლიანად საზოგადოების ფენაა შეცვლილი. მაშინ წინა პლანზე სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხები იყო წამოწეული, არ არსებობდა წიგნების ყიდვის არც ფინანსური საშუალება და არც კულტურული სივრცეები, რომლებიც ახლა გაჩნდა.

თუ მაშინ მოსახლეობის იმ ნაწილის რიცხვი, რომელსაც აინტერესებდა კულტურა, ესწრებოდა სპექტაკლებს, კითხულობდა წიგნებსა და დადიოდა მუზეუმში, მინიმუმამდე იყო დაყვანილი, დღეს ქართულ საზოგადოებაში ამ ადამიანების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი”, — გვიხსნის გამომცემელი.

დიოგენემ წლების განმავლობაში ათასობით წიგნი გამოსცა და არაერთი შესანიშნავი თარგმანითა თუ ორიგინალური ნაწარმოებით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა გამომცემლობის მიღწევები მხოლოდ ამით არ მთავრდება.

დიოგენემ დააარსა ლიტერატურული კონკურსი პენმარათონი, რომელიც 22 წლის წინ დაიწყო და უკვე 8-ჯერ გაიმართა. პენმარათონი, იმასთან ერთად, რომ ერთ-ერთი უძველესი ქართული ლიტერატურული კონკურსია, თავისი ფორმატითაც გამოირჩევა — მისი იდეა ისაა, რომ მწერლებმა გარესამყაროსგან იზოლირებულად შეზღუდული დროის განმავლობაში განსაზღვრული ამოცანის შესაბამისად მხატვრული პროზის ნიმუში დაწერონ.

დიოგენე, როგორც ღირებულება

თამარი მომავალში წიგნების მაღაზიის ფიზიკურ სივრცეში ხელახლა გახსნასაც გეგმავს. ის გამომცემლობის მთავარ ღირებულებებზეც საუბრობს და დიოგენეს სახელის ისტორიასაც გვიმხელს.

“ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ, რაც დრო გადის, გამომცემლობა დიოგენე ღირებულებებით სულ უფრო ემსგავსება ყველაზე ცნობილ დიოგენეს ანტიკური სამყაროდან.

მთავარი, რაც გვინდა, რომ დიოგენემ დატოვოს, ისაა, რომ ადამიანებს კითხვების დასმა და პასუხების ძიება შეეძლოთ და მიიღონ ცოდნა, რომელიც სიკეთეს მოხმარდება. მგონი, დიოგენეს მკითხველი ზუსტად მიხვდება, რასაც ვგულისხმობ”, — ამბობს თამარი.

თამარი მუდმივად ცდილობს, რომ სიახლეებს არ ჩამორჩეს, დიოგენეს განვითარებაზე იზრუნოს და გვიმხელს, რომ მას და დიოგენეს გუნდს წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ.

ავტორი: ანანო დიდებაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

თამარ ლებანიძე
გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13 იანვარი, 2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13 იანვარი, 2026

ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ოზურგეთის სპორტის სასახლეს საჩუქრად თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო გადასცა

როცა ბავშვს ბაღში სიარული არ უნდა - გამოსავალი არსებობს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13.01.2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13.01.2026
მსოფლიო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

15:46; 13.01.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა – სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

15:15; 13.01.2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13.01.2026
საზოგადოება

CMIS-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

13:31; 13.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13.01.2026
საზოგადოება

საიამ ციალა ქათამიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

13:10; 13.01.2026
საზოგადოება

კალანდა

13:04; 13.01.2026
საზოგადოება

საუკუნეებს მიღმა დაბადებული ტრადიციები და რიტუალები

12:50; 13.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

12:21; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები და ფულთან დამოკიდებულება

12:20; 13.01.2026
მსოფლიო

გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

12:15; 13.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება

12:07; 13.01.2026
ზაფრანი

როგორ გამოვიანგარიშოთ ჩვენი რიცხვი

12:05; 13.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო