დღეს მიცვალებულთა საყოველთაო ხსენების დღეა. ამ დღეს ყველა ეკლესიაში აღესრულება დიდი პანაშვიდი, ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილთა სულები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას, ეს არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულები ვართ შევეწიოთ მათ, 5 დღეა წელიწადში, როდესაც განსაკუთრებით ვიხსენებთ მათ და ერთერთი დღე არის ხვალ
და ამიტომ, თქვენც ყველას შეგიძლიათ მოგვწეროთ მიცვალებულთა სახელები და მოვიხსენიებთ წირვაზე და 9 ში საღამოს დიდ საერთო პანაშვიდზე, ეცადეთ ყველამ მოიხსენიოთ თქვენი მიცვალებულები, არ დატოვოთ მოხსენების გარეშე, ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის.
ლოცვა მიცვალებულთათვის
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება.
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!