რამდენიმე დღის წინ ვებ გვერდმა „Examiner.com” ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი კომპოზიციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ „საპატიო“ სიის სათავეში ამერიკელი მომღერალი მერაია ქერის სიმღერა „Triumphant (Get Em)” აღმოჩნდა.
„ლიდერის“ მეორე პოზიციაზე ქალბატონი ჯენიფერ ლოპესი გავიდა. მისმა კომპოზიციამ „Jenny From the Block” ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო.
მესამე ადგილზე პიტბული დამკვიდრდა. ოკეანისგაღმელმა მელომანებმა მის სინგლს „I Know You Want Me” მეტად დაბალი შეფასება მისცეს.
„ანტირეიტინგის“ პირველ ათეულში შემდეგი კომპოზიციები განთავსდა: Boyz II Men – “I’ll Make Love to You”, ლედი გაგა – „ Born This Way”, U2 – „Get On Your Boots”, The Black Eyed Peas – “My Humps”, ჯეიმს ბლანტი – „You’re Beautiful”, ნორა ჯონსი – „Don’t Know Why”, მერაია ქერი – „Bye Bye”.
ავტორი