სიყვარული იმდენად დადებითი, კოსმიური ცნებაა, რომ ის ადამიანს უნდა აკეთილშობილებდეს. მაგრამ დაზარალებული ხალხი ხშირად მსტუმრობს… ძალიან დიდ საშინელებას მიმართავენ. არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული – ღმერთი და მისგან მოდის ყველა სიკეთე და მადლი. იმის საწინააღმდეგო ყველა ქმედება შავ მაგიას, ბოროტ ძალებს უკავშირდება. შავი მაგია სხვაა, თეთრი – სხვა. სიყვარულთან დაკავშირებული კი წითელი მაგია, რომელსაც ძალიან ბევრ ადამიანში ვაწყდები.
წითელი მაგია სასიყვარულო მაგია, იგივე ჯადოა. წითელი მაგია სასიკვდილო არ არის. ეს დაზომბება, ადამიანის დაბრმავება, მოდუნებაა. თქვენ უყვარხართ, მაგრამ უცებ სხვა შეუყვარდება იმიტომ, რომ ძალები ამისკენ მიმართეს. შავ მაგიაში სასიკვდილო ქმედებები იგულისხმება. ჩემთვის, ორივე მაგია გამორიცხულია. დაზარალებულებს ყველა შემთხვევაში ვეხმარები. ყოველდღე მაქვს ამის მაგალითები. ძალიან ვთხოვ ადამიანებს, დედებსაც, ცოლებსაც, ქმრებსაც, ვიცი, რომ ეს “შავ ხალხთან” ხშირად იყიდება, ვირის ტვინს არ მიმართონ. ეს არის ერთადერთი, რასაც ვერ ვეხმარებით. ვირის ტვინს ძლიერი სინთეზი გააჩნია. მაგალითად, თუ მამაკაცს საყვარელი ჰყავს და ცოლი ვირის ტვინს გამოიყენებს იმ მიზნით, რომ საყვარელს ჩამოაშოროს, მან არ იცის, რომ ამ შემთხვევაში ცოლსაც დაკარგავს. ვირის ტვინის შესახებ ინფორმაცია მითი არ არის. ყველა ვირის ტვინი კი არ გამოიყენება – დედალი ვირის ტვინს იყენებენ. ერთი პერიოდი “შავებმა” წყნეთშიც, კახეთშიც ვირები გაწყვიტეს. წარმოიდგინეთ, რა ლამაზი ცხოველია, მშრომელი, საყვარელი, მაგრამ უტვინოა. ტვინის სინთეზი აქვს ისეთი, რომ არ იწვრთნება. მას საკვებში ურევენ. სინთეზი პირდაპირ ტვინში იჭრება.
ადამიანის ტვინის ხნულებს გადაეგლისება და “დებილდება”, “ვირდება”. ძირითადად, საცოდავ მამაკაცებს უკეთებენ. კრიჭა ეკვრებათ – მე მინახავს ასეთი ადამიანები, ძლივს ლაპარაკობენ. ამას ვერავინ შველის. ვირის ტვინი მოხვდება ორგანიზმში და ჩათვალეთ, რომ ადამიანი სამუდამოდ მოწამლულია. ასეთი ბევრი მყავს ნანახი…