საკადრო ცვლილებები მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის გარდა მთავრობის ადმინისტრაციასაც შეეხო.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაბცხადებით, ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც აქამდე თბილისის საკრებულოს წევრი იყო. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურა აბაშიძე.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.




























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)








