“მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება!”_ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს.
“მარტის ცალკეულ დღეებში გაზაფხულმა გვაჩვენა თავისი ულამაზესი სახე სხვადასხვა მხარეში და გვაჩუქა უაღრესად სასიამოვნო დღეები, მაგრამ მარტი მაინც გვახსენებს, რომ ჯერ ისევ აქ არის თავისი მკვეთრი ამინდის ცვლილებით.
კონკრეტულად;
26 მარტის დილის საათებში – სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი, ასევე წვიმა, ზოგან ძლიერი.
27 მარტს შუადღის საათებში – ყველგან გამოიდარებს”,_ წერს ფარტენაძე.