თუ მთელ დღეს კომპიუტერთან ზიხართ ან დიდხანს უყურებთ ტელევიზორს, საღამოს კი თვალები გაწუხებთ და გიჭრელდებათ, დაძაბულობის მოხსნაში მარტივი კომპრესი დაგეხმარებათ: აიღეთ ბამბა, დაასველეთ ცხელ წყალში და დახუჭულ თვალებზე დაიდეთ 20 წუთით. თუ ბამბა გაცივდა პროცედურის დასრულებამდე, ისევ დაასველეთ იმავე ტემპერატურის წყალში. შეგიძლიათ, მოსინჯოთ მეორე ხერხიც, კერძოდ: დაჯექით, მუხლებს დაეყრდენით იდაყვებით, ხელები კარგად დაიზილეთ, დახუჭეთ თვალები და ხელები ქუთუთოებზე დაიფარეთ რამდენიმე წუთით. სითბო და სიბნელე იდეალურია თვალის კუნთების მოსადუნებლად და დასასვენებლად.
მხედველობის შესანარჩუნებლად კარგია A ვიტამინი, რადგან მისი უკმარისობა იწვევს თვალის გადაღლას, აქვეითებს სიბნელეში ხედვას.
დილაობით თვალების შეშუპება A ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს.
A ვიტამინს შეიცავს ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, კვერცხი, რძის პროდუქტები, ღვიძლი და თევზი.
B ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობა იწვევს თვალის სიმშრალესა და ადვილად გაღიზიანებას. ამ ვიტამინს შეიცავს სოკო, პარკოსნები, მარცვლეული, ბანანი, სტაფილო და მოცვი.
C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, ასკილი, მოცხარი, ოხრახუში, კარტოფილი. ეს პროდუქტები თვალის კუნთების მოძრაობისთვის აუცილებელია.
E ვიტამინი კატარაქტისა და თვალის კუნთების დაბერების პროცესს ანელებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაროტინის ტიპის ანტიოქსიდანტები.
ავტორი