ვერძი
ცდუნებების დღეა, შესაძლოა შინაურების უმნიშვნელო კრიტიკამ ხასიათი გაგიფუჭოთ და განაწყენდეთ. სჯობს გულახდილად ესაუბროთ მათ და გაარკვიოთ გაუგებრობების მიზეზები.
კურო
თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საყიდლებისა და ფულის ხარჯვისგან. არსებული პრობლემების თაობაზე სასურველია რჩევა ჰკითხოთ უფროსი თაობის ადამიანებს.
ტყუპები
ამაოდ არ ჩაივლის თქვენი აქტიურობა და ძალისხმევა და მოიპოვებთ მეტად საჭირო გავლენიანი პირების მხარდაჭერას. დღეს სასიამოვნო ემოციებით დაგხუნძლავთ მეგობრული ურთიერთობები.
კირჩხიბი
შეხვდით ძველ მეგობრებს, მოიწვიეთ ისინი სტუმრად, თქვენ შეძლებთ სასიკეთო გავლენა მოახდინოთ მათზე და ყურადღებიანი და გულწრფელი დამოკიდებულებით უფრო განამტკიცოთ ურთიერთობები ერთმანეთის მიმართ.
ლომი
კარგი დღეა დოკუმენტებთან მუშაობის, ხელშეკრულებების განხილვის, თანამოაზრეებისა და თანაშემწეების მოსაძიებლად, ახლობლებთან ურთიერთობა ჰარმონიული, თბილი და გულითადი ხდება, რაც პოზიტიური ენერგიებით აგავსებთ.
ქალწული
ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების მიმართ, დაკავდით ოჯახური მყუდრო გარემოს შესაქმნელად, შესაძლოა მოულოდნელად მიიღოთ კომპლიმენტები ან სასიამოვნო სიურპრიზი.
სასწორი
მოულოდნელი სტუმრიანობა სასიამოვნოდ ჩაივლის, თქვენზე სასიკეთოდ აისახება მათთან ურთიერთობა და ძველი კარგი ამბების გახსენება. ახალი რომანტიული ურთიერთობები კი წარმატებული და საიმედო იქნება.
მორიელი
მზად იყავით არაკეთილმოსურნეებთან ბრძოლისთვის, რომლებიც ჯიუტად ცდილობენ ზიანი მოგაყენონ ცხადად თუ შეფარვით. თქვენს შეუპოვრობასა და გონიერებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
მშვილდოსანი
წარმატებას მოგიტანთ დროულად გამოვლენილი ინიციატივა და მოულოდნელი ქმედება. კარგი იქნება ნებისმიერი სახით გარემოს შეცვლა – სხვა ქალაქში საცხოვებლად გადასვლა ან თუნდაც ირგვლივ ატმოსფეროს გამოცვლა.
თხის რქა
შეეცაედთ შეურიგდეთ განაწყენებულ ახლობლებს, ერიდეთ ნეგატივს და ხასიათცვალებადობას. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
მერწყული
მართალია, ახალი ნაცნობობა ძალიან პოზიტიური და მხიარული იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით სერიოზულ ურთიერთობებს არ მოიტანს, ამიტომ თავი შეიკავეთ ფულის ხარჯვისა და ფუჭი ოცნებებისგან.
თევზები
თუ ინიციატივას თქვენს ხელში აიღებთ, შესაძლოა უკეთესობისკენ შეცვალოთ და დაასტაბილუროთ ურთიერთობები. გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წინ წამოწიეთ თქვენი ლიდერული თვისებები.