სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა. კაცს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ვერსიით, ნასვამმა კაცმა ცოლს სამსახურში მიაკითხა, მანქანაში ჩასვა და „ეჭვიანობის მიზეზით“ იძალადა. მოგვიანებით ის ქალს მანქანის დაწვითა და მოკვლით დაემუქრა. იმავე დღეს კაცმა ცოლს „დამშვიდების მიზნით“ ძალდატანებით დაალევინა რამდენიმე აბი წამალი.