ნიკოლოზ კუტუბიძე რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალს დაეუფლა!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ვალერიუ ბულარკას მემორიალზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15-წლამდელთა შორის, დღეს ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში შედგა ბრძოლები და მედლები გათამაშდა. აქედან სამ წონით კატეგორიაში ოქროს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ.
ერთერთი ოქროს მფლობელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/ ჭიდაობის კლუბი ,,ზვანელების” წევრი ნიკოლოზ კუტუბიძე (44 კგ) ჩემპიონი გახდა.
ასევე ამავე კლუბის წევრმა დავით მხეიძემ (62 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.