„საქართველოში ავტომობილის კონსტრუქციულ მდგრადობას არავინ ამოწმებს“ – ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.
„ამ თემასთან დაკავშირებით ტექინსპექტირების გარდა სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია. სერთიფიცირებული ლაბორატორია არ არსებობს, სადაც მოხდება შემოწმება. ერთის მხრივ, სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს, როცა რეგულაციები შემოგაქვს, რომ რაღაც შემოწმების მექანიზმი უნდა არსებობდეს.
ის რომ, ეს მიდგომა არაეფექტურია, უკვე არაერთხელ დავინახეთ,“ – აცხადებს ნონიაძე.
ვრცლად: bpn.ge