ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი ერთ ისტორიას ხშირად იხსენებდა:
„1986 წელს ჩეხეთის ფილარმონიის სიმფონიურმა ორკესტმა სიმფონიის დაწერა შემომთავაზა. ჩემთვის ეს რიგით მეშვიდე სიმფონია იყო. მცირე ჰონორარი მომცეს.
ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე ქურქზე ოცნებობდა. ამ ჰონორარით მან მხოლოდ მოკლე ქურქი შეიძინა – ნატვრა აისრულა.
ჩემმა პლეხანოველმა მეგობრებმა უკვე იცოდნენ, რომ პრაღაში ქურქი შევიძინეთ. მოხდა ისე, რომ პირველივე შეკრებისას (როდესაც ქურქის დემონსტრირების საშუალება მოგვეცა) გაისმა იუმორითა და კეთილშობილებით აღსავსე ზურა კეკელიძის ხმამაღალი რეპლიკა: შე დალოცვილო, დაგეწერა ეს სიმფონია ცოტა უფრო გრძელიო.
რა იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, რომ მეშვიდე სიმფონია ჩემს სიმფონიებში ყველაზე გრძელია“.
ავტორი