ამერიკელმა მეცნიერებნა დაადგინეს, რომ დაბალი მამაკაცების უფრო დღეგრძელები არიან.
მეცნიერთა დაკვირვებით მამაკაცები, რომელთა სიმაღლე 152 სმ-ს არ აღემატება, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მათზე მაღალი მამაკაცები. ეს ფენომები განსაკუთრებით ხშირია იაპონელებში.
მეცნიერთა განცხადებით, დაბალ მამაკაცებს გააჩნიათ აქტიური დღეგრძელობის (უკვდავების) გენი “FOXO”. ამის გამო მათ აქვთ დაბალი სიმაღლე, მაგრამ არიან გაცილებით ჯანმრთელნი, აქვთ ინსულინის ნორმალური დონე და იშვიათად ავადდებიან სიმსივნით.
ამ გენსა და ცხოველის ზომებს შორის კავშირი აქამდე მხოლოდ თაგვებში იყო დადგენილი. ახლა გაირკვა, რომ მსგავსი კავშირი არის ადამიანებშიც.
„უკვდავების გენი“ “FOXO” გერმანელმა მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ მტკნარი წყლის პოლიპ ჰიდრაში აღმოაჩინეს. მეცნიერთა განცხადებით, ამ გენის წყალობით ეს მიკროსკოპული არსება პრაქტიკულად უკვდავია და არ ბერდება, ამიტომაც ამ გენს „უკვდავების გენი“ შეარქვეს.
ექსპერიემენტების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ “FOXO” ღეროვან უჯრედების აქტიურობას უნარჩუნებს, რის ხაჯზეც ორგანიზმი მუდმივად განაახლებს ორგანიზმის ქსოვილებს. მეცნერთა დასკვნით მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმშიც. დღეგრძელ ადამიანებში გენი “FOXO” 100-წლიანი ასაკის შემდეგაც აქტიური რჩება.