საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას გამოეხმაურა.
„ამხანაგოს“ რომ ეძახი შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რამდენად მდაბიო ხარ, რამდენად მდაბიო დავალებებს ასრულებ. ერთი სიტყვა მაინც გახსენდებათ გუშინდელი შეხვედრიდან, რომ უთხრეს პრემიერს, რატომ არის ეს კანონი ცუდი? არ გაგახსენდებათ, რადგან არ უთქვამთ. ვერ იტყოდნენ. მიაყენეს შეურაცხყოფები რაც შეეძლოთ, მაგრამ შეურაცხყოფილი ვინ დარჩა ბოლოს, ნახეთ. რეებს აკეთებდნენ [ოპოზიციური არხების ჟურნალისტები] წამოხტნენ, გავარდნენ, კიოდნენ, წიოდნენ, შეურაცხყოფას ცდილობდნენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.