ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში.
მდივანმა სასტიკი უარი უთხრა – მეარშიყება ეგ ბერიკაციო. რა მოხდა, მერეო – ნოდარმა, გოეთე 80 წლის იყო და 18 წლის შეყვარებული ჰყავდაო.
მდივანი სულ მთლად აღშფოთდა და კაბინეტიდან გასვლისას – გავიგებ მაგ გოეთეს ტელეფონს, დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ, გოგონებს ტვინს რომ ურევსო. ნოდარმა მიაძახა – ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნება სადმეო.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ შეწუხებულმა გოგომ: – ბატონო, აქ მხოლოდ გოთუები არიან და გოეთეებს ვერსად მივაგენიო. ჩაბჟირებულმა ნოდარ დუმბაძემ: – ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, არ აღირსეს ტელეფონი მაგ გაფუჭებულებმაო.