მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა. ნოდარ დუმბაძე თამადობდა.
ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს. ორიგინალურად იყო შემწვარი – ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ. მიშველაძემაც – ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა.
ნოდარ ჩხეიძემ მოხერხებულად ჩამოაჭრა „ჯიხვს“ ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა.
ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა: – ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევი, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდება. ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო.
მაშინ „ჯიხვს“ მოტყუებულს, უცოდინარს, „ღრმა პროვინციალს“ ეძახდნენ.