The New York Times-ის ინფორმაციით, Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ Siri-ს, კომპანიის ვირტუალურ ასისტენტს, განახლება სჭირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple გეგმავს, რომ Siri-ში ახალ გენერაციული A.I. სისტემა შეიტანოს, რომელიც საშუალებას მისცემს მას ისაუბროს და კითხვებზე პასუხი გასცეს ერთდროულად.
კომპანია ასევე ზრდის მეხსიერებას წლევანდელ iPhone-ებში, რათა მხარი დაუჭიროს Siri-ს ახალ შესაძლებლობებს.
მაუწყბელის ინფორმაციით, Apple დაგეგმილი სიახლეების შესახებ 10-14 ივნისს განაცხადებს.