ეს დიეტა განსაკუთრებით პოპულარულია ჰოლივუდის ვარსკვლავებში.
დიეტის მთავარი წესი – რაციონიდან მარილის, სახამებლის, შაქრის და ცხიმების პრაქტიკულად გამორიცხვაა. ასეთ პირობებში კი, რთულია არ დაიკლო წონაში. ამ დიეტის მანძილზე დღეში 800 კალორიაზე მეტი არ უნდა მიიღოთ. ამიტომ ჰოლივუდური დიეტის დაცვა 2 კვირაზე დიდხანს არ უნდა გააგრძელოთ და მისი დაცვაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ არის რეკომენდებული.
ორშაბათი
საუზმე: 2 ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 2 ფორთოხალი, მაგრად მოხარშული 2 კვერცხი, 1 პომიდორი, 40 გრამი ნუში, ერთი ჭიქა ყავა.
ვახშამი: 1 ცალი ქათმის კატლეტი, პომიდორი, კიტრი, სალათის ფურცლები – ყველაფერი ეს მცენარეული ზეთის გარეშე და პლუს 1 გრეიფრუტი.
სამშაბათი
საუზმე: 2 ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 1 ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 1 გრეიფრუტი, ერთი ჭიქა შავი ყავა.
ვახშამი: 150 გრამი საქონლის ხორცი, სალათის ფურცლები, ერთი ჭიქა ჩაი.
ოთხშაბათი
საუზმე: 2 ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 1 ცალი შემწვარი კვერცხი, 1 პომიდორი, 15 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, ერთი ჭიქა ყავა.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული თევზის ფილე, კეტჩუპი, 1 კიტრი, 1 ჭიქა უშაქრო ჩაი.
ხუთშაბათი
საუზმე: 2 ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 1 ცალი გრეიფრუტი და კომბოსტოს სალათი ქინძით, რომელიც შეზავებული იქნება ამჟავებული რძით და ძმრით.
ვახშამი: 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, 140 გრამი ხაჭო ბულგარული წიწაკით და ქონდარით, 100 გრამი გახეხილი სტაფილო ლიმნის წვენით.
პარასკევი
საუზმე: 2 ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 2 მოხარშული კვერცხის ცილა, 100 გრამი მოხარშული ოხრახუში, 1 ჭიქა ჩაი ან ყავა.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, სალათის ფურცლები.
შაბათი
საუზმე: 2 ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 200 გრამი ხილის სალათი – ვაშლით, ფორთოხლით, გრეიფრუტით და თხილით ან კაკლით.
ვახშამი: 150-200 გრამი მოხარშული თევზი, 60 გრამი ჩათუთქული სოკო, 1 ჭიქა ჩაი ან ყავა.
კვირა
საუზმე: 2 ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 100 გრამი ხაჭო მოხარშული დაქუცმაცემული კვერცხით, ბოსტნეულის ნახარში ნივრით.
ვახშამი: ხილის სალათი, კეფირი.
ავტორი