ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ x-ზე წერს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების ყურადღებით დაკვირვებას გააგრძელებს.
ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონზე დადებული ვეტო, ქართველი პოლიტიკოსებმა კარგად უნდა გამოიყენონ.
“ზურაბიშვილის მიერ “გამჭვირვალობის” კანონზე ვეტო შემდგომი დაფიქრების მომენტს გვთავაზობს. დღევანდელი ფორმით – კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას.
მოვუწოდებ საქართველოში ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, კარგად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები და უზრუნველყონ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს.
მე ვაგრძელებ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით”,_ წერს შარლ მიშელი.
🇬🇪President Salome @Zourabichvili_S’s veto of the transparency law offers a moment for further reflection. In its current form – the law is not in line with EU values and path.
I call on all politicians and leaders in Georgia to make good use of this window of opportunity and…
— Charles Michel (@CharlesMichel) May 18, 2024